რიჩარდ ტემპლარმა უამრავი დრო მოანდომა იმ წესების შესწავლას, რომლებსაც წარმატებული და ბედნიერი ადამიანები მისდევენ. შედეგად, მისი წიგნები სხვადასხვა სფეროში სასარგებლო წესების დაცვის შესახებ მრავალ ენაზე გამოცემული მილიონობით ტირაჟებით იყიდება. განურჩევლად იმისა, საქმე ეხება ადამიანის საქმიანობას, პირად ცხოვრებას, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებსა თუ ფულთან მოპყრობას, ავტორის წიგნები წესების შესახებ წარმატებული და ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვების 25-წლიან პერიოდს მოიცავს.