ამ წიგნში გურჯიევი მიმართავს თანამედროვე ადამიანს, რომელსაც უკვე აღარ შეუძლია შეიცნოს ჭეშმარიტება სხვადასხვა ფორმით რომ იჩენს თავს მის წინაშე ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან მოყოლებული – ძალიან დაუკმაყოფილებელ ადამიანს, იზოლირებულად რომ გრძნობს თავს და უაზროდ ცხოვრობს.
მკითხველთა თვალწინ გადაიშლება მასწავლებლის მოქმედების მეთოდი, მასწავლებლისა, რომელიც თავისი თანდასწრებით გაიძულებს მიხვიდე საბოლოო გადაწყვეტილებამდე, გაიძულებს იცოდე რა სურს ადამიანს. უდიდესი ოსტატი ეხმარება მკითხველს, რომ მის აზროვნებასა და გრძნობებში შეიქმნას ჭეშმარიტი, და არა ფანტასტიკური, წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაში რომ არსებობს და არა იმ სამყაროზე, რომელსაც თითოეული ადამიანი აღიქვამს მოცემულ მომენტში.