ტრაქტატი აღწერს სიკვდილისთვის მზადების რამდენიმე საფეხურს. ავტორი ცდილობს გააძლიეროს, დაიცვას მომაკვდავი სიკვდილის ჟამს სასოწარკვეთილების ცდუნებისაგან.
ლუთერი ურჩევს სიკვდილის წინაშე მდგარ ადამიანებს წარმოიდგინონ სამი მოელვარე სურათი – სიცოცხლის, წყალობისა და ზეცის, იმისათვის, რათა განდევნონ ცნობიერებიდან მათი სამი სრულიად საპირისპირო – სიკვდილი, ცოდვა და ჯოჯოხეთი.