„პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ჯიდუ კრიშნამურტის მთავარი ნაშრომია მის მეორე წიგნთან – თავისუფლება ცნობილისგან – ერთად.
„პირველი და უკანასკნელი თავისუფლება“ ყველაზე კითხვადი წიგნია მის შემოქმედებაში და ყველაზე ხშირად გამოიცემა.
საუბრების ამ წიგნში განხილულია ცხოვრების ფუნდამენტური საკითხები. რატომ არის ადამიანების ცხოვრებაში ასე ბევრი არაადამიანური? როგორ ვართ ჩვენ მოწყობილი? რა არის ჩვენში ისეთი, რაც ხელს უშლის ჩვენს ნამდვილ შინაგან თავისუფლებას? რა არის ჩვენში ისეთი, რაც გვაიძულებს ვიტანჯოთ და თავისუფალი ცხოვრების საშუალებას გვისპობს? შეუძლია თუ არა ადამიანს შეცვალოს საკუთარი თავი? შესაძლებელია თუ არა, რომ კონფლიქტების, პრობლემების, ომების გარეშე ვიცხოვროთ? რატომ უპირისპირდება ერთი ხალხი მეორეს, ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს, ერთი ადამიანი მეორეს? ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს და უარსებითეს საკითხებზე მხჯელობს ავტორი ამ წიგნში.