წიგნში ავტორი გვიზიარებს თავის ზედროულ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა ექიმებისა და წამლების გარეშე. ავტორი გვეუბნება, რომ ეს შესაძლებელია ბუნების ისეთი ელემენტების გამოყენებით, როგორებიცაა: სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ბუნებრივი საკვები. გარდა ამისა, საჭიროა დიეტის დაცვა, ვარჯიშები და ჯანსაღი ძილი. წიგნი 1942-1944 წლებში დაიწერა, როცა განდი ციხეში იჯდა ინდოეთის ქალაქ პუნაში. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.