წინამდებარე მონოგრაფია დაცულ იქნა დისერტაციის სახით 2023 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტში სახელწოდებით – „ხელოვნება ნიცშესა და ჰაიდეგერის ფილოსოფიაში“. დისერტაციის ვერსიასთან შედარებით, ნაშრომში შესულია მხოლოდ მცირე ცვლილებები.
დიდ მადლობას ვუხდი ჩემს უფროს კოლეგებს, – მამუკა სურმავას, არსენ ბურჯალიანს, ალექსანდრე ალადაშვილს, ნატალია თხილავას და ზაზა შათირიშვილს – რომლებიც ნაშრომს სხვადასხვა სტადიაზე გაეცნენ. მათმა რჩევებმა და შენიშვნებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნაშრომის სრულყოფაში.