გამორჩეული კანადელი მწერლის, მაიკლ ონდააჩის რომანი „ომის წილი სინათლე“ (2018) იმ წლებზე მოგვითხრობს, რომლებიც მთავარმა გმირმა, ნათანიელმა, სიმართლის ძიებაში გაატარა. 1945 წლის ზაფხულში ლონდონში ორ მოზარდს მშობლებმა აცნობეს, რომ სამუშაოდ სინგაპურში მიდიოდნენ, მათ წაყვანას კი არ აპირებდნენ.
ცოტა ხანში ორივეს კვალი გაქრა და თავგზააბნეული და-ძმისთვის სამყარო კიდევ უფრო იდუმალი გახდა. რა იცოდნენ მშობლებზე? როგორ უნდა ეცხოვრათ იმ უცნობების გარემოცვაში, რომლებიც მფარველებად და გზის მაჩვენებლებად გამოეცხადნენ? წლების შემდეგ ნათანიელს გამბედაობა ჰყოფნის იმისათვის, რომ წარსულის ბნელ წყალში ღრმად ჩაყვინთოს და შორეული სიმართლის მკრთალი შუქიც იხილოს.