თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე.წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდელობაა. წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საფუძველი დაუდო „რომან-რეპორტაჟის“ განსაკუთრებულ ჟანრს, რომელსაც შემდეგ მიმდევრებიც (ტომ ვულფი, ნორმან მეილერი) გაუჩნდნენ.