მიკაგე საკურაი ახალგაზრდა ქალია, რომელიც, ბებიის გარდაცვალებასთან ერთად, ბოლო ნათესავს კარგავს. მგლოვიარე, მარტოდ დარჩენილ მიკაგეს გარდაცვლილი ბებიის ნაცნობი, ყვავილების მაღაზიაში მომუშავე იუიჩი, დროებით მასთან გადასვლას სთავაზობს. იუიჩი იშვიათი სილამაზის ტრანსგენდერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მიკაგე ძალზე ეთვისება მათ, მაგრამ მოულოდნელი ტრაგედია ამ იდილიას არღვევს...
ბანანა იოშიმოტო 1964 წელს დაიბადა ტოკიოში. უნივერსიტეტში ლიტერატურას სწავლობდა. სწორედ ამ პერიოდში აირჩია ფსევდონიმი „ბანანა“ (მწერლის ნამდვილი სახელია მაჰოკო იოშიმოტო), ბანანის ყვავილების სიყვარულის გამო. იოშიმოტო რესტორანში მიმტანად მუშაობდა და თან „სამზარეულოს“ წერდა. ამ სადებიუტო რომანმა მწერალს მსოფლიო აღიარება მოუტანა. თანამედროვე იაპონურ ლიტერატურაში „სამზარეულო“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.
წიგნი გამოიცა იაპონიის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.