... ბლუმენბერგის მსგავსი მკვლევარების მიერ წარმოდგენილი ისტორია შემდეგნაირად შეიძლება შევაჯამოთ:
ერთ მშვენიერ დღეს გაგვიჩნდა სურვილი გაგვეკერპებინა რაიმე, რაც ხილული სამყაროს მიღმაა. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ღმერთის სიყვარული ჭეშმარიტების სიყვარულით ჩავანაცვლეთ, მეცნიერების მიერ აღწერილი სამყარო ვითომ-ღვთაებრივად მივიღეთ. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული კი მეცნიერული ჭეშმარიტების სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულით ჩავანაცლეთ, ჩვენი სულიერი თუ პოეტური ბუნება ვითომ-ღვთაბერივად მივიღეთ... ბლუმენბერგის, ნიცშეს, ფროიდისა და დევიდსონისათვის საზირო შეხედულებები მოგვიწოდებენ ვცადოთ მივაღწიოთ მდგომარეობას, რომელშიც არაფერს გავაკერპებთ და არაფერს მოვეპყრობით, როგორც ვითომ-ღვთაებრივს, სადაც ყველაფერი - ჩვენი ენა, ჩვენი ცნობიერება და ჩვენი საზოგადოება, დროისა და შანსის შედეგად აღიქმება...