„რა მოხდება, თუ პატარა გუნდის მოქნილობას, ადაპტურობასა და შეჭიდულობას დიდი ორგანიზაციის ძალასა და შესაძლებლობებს შევუხამებთ? როდესაც გენერალმა სტენლი მაკქრისტალმა 2003 წელს ერაყშის პეციალურ დავალებათა ძალების გაერთიანებული რაზმის მეთაურობა ჩაიბარა, ის მალევე მიხვდა, რომ ჩვეული სამხედრო ტაქტიკა უშედეგო იყო. რიცხოვნობით, აღჭურვილობითა და მომზადებით გაერთიანებულ რაზმს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მტრის მხარეს სისწრაფე და მოქნილობა რჩებოდა. გენერალმა მაკქრისტალმა და მისმა კოლეგებმა საუკუნოვანი გამოცდილება უარყვეს, რათა ჩამოეყალიბებინათ „გუნდების გუნდი“, რომელიც უაღრესად გამჭვირვალე კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციას შეახამებდა. ნაკლები იერარქიით, მეტი სისწრაფითა და მეტი მოქნილობით, სპეციალურმა რაზმმა უპირატესობა მოიპოვა“.