გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… – ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” – უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ-სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცისა და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად.
“ადამიანთა სევდის” არსს თვითონ გვიხსნის გოდერძი ჩოხელი”
“– რა არის სიცოცლხე?
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
– სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”