ნაწარმოებში ვაწყდებით იამამოტოს შეხედულებებს ბუშიდოს – სამურაების იერარქიული კოდექსის – შესახებ. ზოგიერთი მკლვევარი ერთხმად თანხმდება იმ ფაქტზე, რომ, თითქოს, ნაშრომში მოყვანილი შეხედულებები ცხადყოფს ბუშიდოს „სიკვდილიანობას“ – სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი აზრით, ბუშიდო – ესაა „გარდაუვალი გზა სიკვდილისა“ ან ერთგვარი ნიშანი სიკვდილისთვის მზადყოფნისა, რათა სამურაი მზად იყოს, ნებისმიერ მომენტში უერთგულოს საკუთარ ბატონს.
მიუხედავად ამისა, ჰაგაკურეს იდეა ხშირად არასწორად ინტერპრეტირდება – მისი დედააზრი მდგომარეობს არა იმაში, რომ იგი „სიკვდილის გზაა“, არამედ იმაში, რომ სიკვდილზე მუდმივი ფიქრითა და მისი გაცნობიერებით ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ზებუნებრივ თავისუფლებას, რისი დახმარებითაც ადამიანები შეძლებენ, აითვისონ მეომრის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება.