წიგნში შესულია ცნობილი პოლიტიკოსის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას (1963-2005) ლექციების კურსი, რომელიც წაკითხულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) 2002-2003 წლებში. ლექციებში საუბარია იმაზე, თუ რა არის თანამედროვე ქართული პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის უმთავრესი პრინციპები. ავტორი განიხილავს დემოკრატიული თეორიის ძირითად ფილოსოფიურ, პოლიტოლოგიურ, დიპლომატიურსა და ისტორიულ ასპექტებს, ამ კონტექსტში აანალიზებს თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივებსა და პრობლემებს. ეს წიგნი, რომელიც ზურაბ ჟვანიას დაბადების 460 წლისთავს ეძღვნება, საინტერესო იქნება საზოგადოებრივი მეცნიერებების, პოლიტოლოგიისა და მათი მონათესავე დარგების სტუდენტებისთვის, აგრეთვე, მკითხველთა ფართო წრისთვის.