მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსის, მასწავლებლის, ფსიქოლოგის და მწერლის ჯოზეფ მერფის მიერ შემუშავებული მეთოდიკები მილიონობით ადამიანს დაეხმარა, მისი წიგნები კი ბესტსელერებია მრავალი ათწლეულის განმავლობაში.
ამ წიგნის მიზანია იდუმალი საბურველი მოაცილოს ქვეცნობიერების მუშაობას, მისცეს ადამიანს შესაძლებლობა უკეთესად გაიგოს თავისი მოქმედებების ნირი. ქვეცნობიერება ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი სიბრძნისა და ძალის წყარო, ყველაზე მძლავრი ფსიქოლოგიური გენერატორია.
წიგნის მთავარი თემაა ჩვენი საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტა. ავტორი დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მოიპოვოთ ქვეცნობიერების დახმარებით ჯანმრთელობა და მატერიალური კეთილდღეობა, გადაწყვიტოთ ოჯახური პრობლემები და დაამარცხოთ დამღუპველი ძლიერი მიდრეკილებები. ეს ყველაფერი სასწაულებია – ჩვენი გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები. მხოლოდ თქვენ ქმნით თქვენს ბედს. თქვენი ქვეცნობიერების ძალა თქვენშია, და, გამოიყენებთ რა თქვენი ქვეცნობიერების ძალას, თქვენ შეძლებთ ცხოვრების გაუმჯობესებას.