წიგნის ანოტაცია
ევერეტ შოსტრომის ფსიქოლოგიური ბესტსელერი მაინტრიგებელი სახელწოდებით „ადამიანი მანიპულატორი“ მილიონობით მკითხველს დაეხმარა საკუთარი თავისადმი რწმენის შეძენაში, გაუკეთესებაში, ცხოვრების შესწავლაში. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ უფრო დიდი ჰუმანისტია შოსტრომი, რომელიც თავის გარშემო მანიპულატორებს ხედავს, თუ კარნეგი, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ადამიანებს გულახდილი ინტერესით მოვეპყროთ.
„შეეცადეთ მოერიდოთ კონფლიქტებს... აკონტროლეთ საკუთარი თავი... ამას ადვილად მოეკიდეთ“, – მუდმივად გვირჩევს დეილ კარნეგი. მოსინჯეთ და როცა თქვენს ნერვულ სისტემას გამოფიტავთ, ჩემთან მოდით სამკურნალოდ, მე პირდაპირ საპირისპიროს გირჩევთ“, – წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ევერეტ შოსტრომი.
ადვილად წარმოსადგენია ეს საპირისპირო რჩევები: „ნუ მოერიდებით კონფლიქტებს, ნუ გააკონტროლებთ თავს“. ნუთუ ასეა?
დაე, თავად ქართველმა მკითხველმა განსაჯოს, თუ ვის რჩევას დაუჯეროს.
წიგნი გამიზნულია ადამიანური ურთიერთობების ფსიქოლოგიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.