წიგნის ანოტაცია
დიანეტიკა შეიცავს იმაზე უფრო დიდ აღმოჩენებს, ვიდრე ცეცხლისა ან ბორბლის აღმოჩენა იყო, ამიტომაც ის ბესტსელერად დარჩა 50-ზე მეტი წლის განმავლობაში. 20 მილიონი დაბეჭდილი ეგზემპლარითა და მოძრაობით, რომელმაც 100-ზე მეტი ერი მოიცვა, ის უდაოდ ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გავლენიანი წიგნია, რაც კი ოდესმე დაწერილა ადამიანის გონების შესახებ. იგი შეიცავს რეაქტიული გონების (დაფარული გონების ნაწილის) ანატომიას და სრულ აღწერას, – ეს არის ღამის კოშმარების, უსაფუძვლო შიშების, აშლილობისა და დაუცველობის აქამდე უცნობი წყარო, რაც ადამიანს მონად აქცევს. ეს წიგნი გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ მისგან და ამგვარად მიაღწიოთ იმას, რაზეც კაცობრიობა აქამდე მხოლოდ ოცნებობდა, – ქლირის მდგომარეობას. აქ წარმოდგენილ აღმოჩენებს შორისაა:
• ადამიანის მიზნები რატომ ინგრევა ოჯახები?
• არსებობის დინამიკური პრინციპი – ერთი სიტყვა, რომელიც ყველა ცოცხალი არსების მამოძრავებელი ძალაა
• ოთხი დინამიკა (ცხოვრების სფერო) –რომლებიც ყოფენ მთელ სიცოცხლეს შემადგენელ ნაწილებად რატომ ავადმყოფობენ ბავშვები? როგორ გახდეს ცხოვრება უფრო სასიხარულო?
• რეაქტიული გონების (დაფარული გონების ნაწილის) აღმოჩენა და სრული ანატომია ტკივილის შემცველი გამოცდილება – ინგრამები,(ინცინდენტები) რომელთაც შეიცავს რეაქტიული გონება და რომლებიც აიძულებენ ადამიანს ირაციონალურად მოიქცეს მისი სურვილებისა და მიზნების საწინააღმდეგოდ თქვენ გელოდებათ თერაპიის 10 ნაბიჯი რომელიც გამოგადგებათ ამ მტკივნეული ინციდენტების აღმოსაჩენად და ამოსაძირკვად ისე, რომ ისინი აღარასოდეს მოახდენენ თქვენზე გავლენას და დაგანახებთ ერთ პიროვნებას, რომლის გაცნობაც ყოველთვის გინდოდათ – თქვენს საკუთარ თავს.