საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის ფენშუის შესახებ და იყენებს მას.
ფენ-შუის წარმოშობა ჩინეთთან არის დაკავშირებული.
ეს არის უძველესი ხელოვნება, მეცნიერება, თუ როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა ბუნებასთან ჰარმონიაში, როგორ მოაწყოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრება გახადოს უფრო ლამაზი და წარმატებული.
ფენ-შუის ხელოვნებით პირველად, 2011 წელს დავინტერესდი ამერიკაში სწავლის და ცხოვრების დროს და შემდეგ უკვე მისი შესწავლა 2015-2016 წლებში ჩინეთში განვაგრძე, სადაც ეს წიგნი დაიწერა. საქართველოში არ არსებობდა არანაირი ლიტერატურა ქართულ ენაზე, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემდა გასცნობოდა და უკეთ შეესწავლა ის. ამიტომ, გადავწყვიტე დამეწერა წიგნი ფენ-შუის და გამდიდრების ხელოვნების შესახებ და გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ცოდნა, გამოცდილება, რაც 5 წლის განმავლობაში დამიგროვდა.