კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში ადამიანი ყოველთვის და ყველგან იტყუებოდა. თითოეული მათგანი არაერთხელ მოუტყუებიათ და თითოეულს არაერთხელ გვითქვამს ტყუილი. ვატყუებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ნაცნობებსა და თანამშრომლებს, მტრებსა და მოშურნეებს; და ცხადია, ისინიც გამუდმებით გვატყუებენ. ზოგი ტყუილი კეთილი ზრახვებით არის ნაკარნახები, ზოგი – ზრდილობით, ზოგიც – ანგარებით. ტყუილი შეჭრილია საზოგადოებრივი ურთიერთობების ყოველ შრეში, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის ადამიანის თანმდევი ფენომენია. სწორედ ამ ფენომენის სხვადასხვა მხრიდან დანახვა არის წინამდებარე წიგნის მიზანი.