ჯიდუ კრიშნამურტი (1895-1986) – ინდოელი ფილოსოფოსი. წერდა და საუბრობდა ისეთ თემებზე როგორებიცაა, ფსიქოლოგიური (შინაგანი) რევოლუცია, მედიტაცია, გონება და მისი ბუნება, ადამიანური ურთიერთობები, ადამიანის და ზოგადად საზოგადოების რადიკალური ცვლილება.
ავტორის წიგნი – მედიტაცია – შედგება მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან აღებული ტექსტებისგან. აღნიშნული გამოცემით ერთ წიგნად გამოიცა ავტორის შეხედულებები მედიტაციის შესახებ.