... „ვეკუთვნი შოპენჰაუერის იმ მკითხველებს, რომლებმაც, მისი პირველი გვერდების წაკითხვისთანავე უეჭველად იციან, რომ ყველა გვერდს წაიკითხავენ და მის წარმოთქმულ ყოველ სიტყვას მოისმენენ. თავიდანვე ვენდე მას და ეს ნდობა ახლაც ისეთივეა, როგორც ცხრა წლის წინ. ნათლად, თუმც კი მოურიდებლად და გიჟურად რომ ვთქვათ, მისი ისე მესმოდა, თითქოს ჩემთვის წერდა. აქედან გამომდინარე, მასში არ აღმომიჩენია პარადოქსები, მხოლოდ აქა-იქ მცირე შეცდომები. მართლაც, რა არის პარადოქსები, თუ არა მტკიცებულებები, რომლებიც ვერ შთაგვინერგავენ რწმენას, რადგან ავტორი ნამდვილი რწმენის გარეშე ქმნიდა მათ და მათი მეშვეობით სურდა გაბრწყინება, მოხიბვლა ან სულაც თავის წარმოჩენა? შოპენჰაუერს კი არასდროს ნდომებია თავის წარმოჩენა: ის ხომ საკუთარი თავისთვის წერს; არავის უნდა მოტყუვდეს, მეტადრე ფილოსოფოსს, რომელიც წაიმძღვარებს კანონს: ნურავის მოატყუებ, ნურც საკუთარ თავს!“...