წიგნის ანოტაცია
როგორ ყალიბდებოდა და ვითარდებოდა ადამიანთა საზოგადოებები?
რა „საიდუმლო“ იმალება მათი უთანასწორობის მიღმა?
რატომ დაიპყრეს, განდევნეს ან გაანადგურეს ევრაზიელებმა მკვიდრ ამერიკელთა, ავსტრალიელთა და აფრიკელთა დიდი ნაწილი და არა – პირიქით?
მკითხველის წინაშეა წიგნი, რომელმაც პულიცერის პრემია მოიპოვა და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი გახდა; მრავალ ენაზე ითარგმნა და ორ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
მკვლევარმა ჯარედ დაიმონდმა ისტორიაზე, ანთროპოლოგიასა და ლინგვისტიკაზე დაყრდნობით ჩვენი დროის კლასიკური ნაშრომი შექმნა.
მან ამ მახვილგონივრულ, ცნობებით სავსე წიგნში ევოლუციურ გარემოსთან დაკავშირებული ის ფაქტორები გამოააშკარავა, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის ზოგადი ტენდენციები განსაზღვრა.
წიგნში ის მოგვითხრობს, თანამედროვე მსოფლიო და მისი უთანასწორობანი როგორ წარმოიქმნა.
„თოფები, მიკრობები და ფოლადი“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც კი ჩვენი თაობის ნებისმიერ ინტელექტუალს უმუშავია“ (გრეგ ისტერბრუკი, „ნიუ-იორკ ტაიმსი“).