ეს წიგნი მკითხველს შეიძლება უჩვეულო და ორიგინალურ ნაწარმოებად მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. წინამდებარე საუბრები საკმაოდ, შეიძლება ითქვას, რადიკალური აზრითაც კი, ტრადიციულია. საქმე ისაა, რომ ავტორს ფილოსოფია ესმის როგორც ჭვრეტითი ცხოვრების წესი, რომელიც ამა თუ იმ სახით ყველა ტრადიციულ კულტურაში არსებობს, ერთადერთი გამონაკლისი – ესაა ე.წ. თანამედროვე გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია, რომელსაც ხშირად „მოდერნულ დასავლურ კულტურას“ უწოდებენ.