წიგნის ანოტაცია
ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს.
წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „კათოლიკური ფილოსოფია“.
წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „კათოლიკურ ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.