ამ წიგნის წერას ფოლკნერმა მხოლოდ ექვსი კვირა მოანდომა. წერდა ღამღამობით, საქვაბეში მუშაობის დროს. თავად აღნიშნავს, სანამ პირველ სიტყვას დაწერდა, უკვე იცოდა, როგორი იქნებოდა ბოლო წინადადება. „წერის დაწყებამდე გულში ასე ვთქვი, – ამ წიგნზე ვამყარებ მთელ ჩემს იმედს, ან გავიტან ლელოს, ან ჩავფლავდები და ჩემ დღეში საწერ-კალამს აღარ გავეკარები-მეთქი“. ეს არის რომანი სიცოცხლისა და სიკვდილის აუხსნელ ფენომენზე, კვდომისა და ხელახლა შობის უწყვეტ ციკლზე და იმ მოგზაურობაზე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ხიდზე გადის და წინაპრებთან გვაბრუნებს.