გამოცემაში წარმოდგენილია ქართული პოლიტიკური სამყაროს მთელი ისტორიული მემკვიდრეობა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში, დაწყებული ქართული სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟიდან – დიაოხის, ძველი კოლხეთისა და იბერიის ეპოქიდან, ვიდრე XX საუკუნის მიწურულამდე.
წიგნი განკუთვნილია საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიის მკვლევართა და დაინტერესებულ მკითხველთათვის.