კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს.
წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულიამისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი,ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.