1991-1992 წლების მიჯნაზე, საქართველოში განხორციელდა საუკუნის დანაშაული – შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების გზით დაემხო კანონიერი ხელისუფლება.
როდის დაიწყო, რა მიზეზებმა განაპირობა და რატომ დასრულდა ორ მტრულ ბანაკად გათიშული ქართული საზოგადოების ურთიერთდაპირისპირება ფატალური შედეგით – ამ და მასთან დაკავშირებული მოვლენების კვლევაა წარმოდგენილი დიმიტრი შველიძის წინამდებარე ნაშრომში. პრობლემა მით უფრო აქტუალურია, რომ ურთიერთდაპირისპირება, განსხვავებული ფორმებით და ერთი და იმავე შინაარსით, ფაქტობრივად, 30 წელია მიმდინარეობს და დღესაც გრძელდება.