წინამდებარე ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) კრებულში შესულია განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე (2021 წ.) წარმოდგენილი მოხსენებების ნაწილი. კრებული ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი („უნივერსიტეტის დანიშნულება“) თავისი შინაარსით უფრო თეორიული და ფილოსოფიურია. მასში გაერთიანებული სტატიები უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნებას განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან განიხილავენ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან უმაღლესი განათლების შესახებ ქართულენოვან სივრცეში ფილოსოფიური დისკურსი ჯერჯერობით სუსტადაა წარმოდგენილი და განვითარებას საჭიროებს. რაც შეეხება მეორე ნაწილს („უნივერსიტეტები გამოწვევების წინაშე“), ის უფრო მეტად ემპირიულია და, ასევე, მნიშვნელოვანია, რადგან მკითხველის ყურადღებას უმაღლესი განათლების სივრცეში არსებულ კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს მიაპყრობს.