დადი ინგლისელი მწერლის ფილოსოფოსის და ფსიქოლოგის ჯეიმს ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი „როგორ აზროვნებს ადამიანი“ გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში. ეს მომცრო წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარებიან. ამიტომაც ამ გამოცემას ეს სათაური მივეცით.
გამოცემაში შესულია ალენის კიდევ ორი ნაწარმოები. ნაწარმოებში „გახდით თქვენი გონების, ჯანმრთელობის და ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონი“ ალენი მკითხველს ეუბნება – ისწავლეთ თქვენი გონების მართვა, და თქვენ დაინახავთ სამყაროს სრულიად სხვა ფერებში, სხვაგვარად დიწყებთ ყველაფერ იმის აღქმას, რაც თქვენს გარშემო ხდება, და, შესაბამისად, დაიწყებთ სხვა შედეგენის მიღებას, ადვილად გაივლით ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას.
ჯეიმს ალენის წიგნებმა მრავალ გამოცემას გაუძლეს და ითვლებიან პოზიტიური აზროვნების ნამდვილ კლასიკად.