ეს წიგნი წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის სამკურნალო თვისებების პრაქტიკული გამოყენების სახელმძღვანელოს. სამკურნალო მაგნეტიზმის პრინციპული განსხვავება სენსიტიური ზემოქმედების სხვა სახეობებისგან მდგომარეობს მხოლოდ ერთ რამეში – მაგნეტიზმით მკურნალობა ყოველ ჩვენგანს შეუძლია. წიგნის მიზანია – განავითაროს ადამიანში მძლავრი ძალა, რომელსაც შეუძლია განკურნოს დაავადებები და განამტკიცოს ჯანმრთელობა.
წიგნის შესწავლა საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ჰიპნოზი სამკურნალო მიზნებისთვის. ტანჯვის განკურნების უნარი სულიერი ნიჭია. ის დამახასიათებელია ყოველი ჩვენგანისთვის და ნებისმიერ ჩვენგანში თვლემს. საჭიროა ეს უნარი გავაღვიძოთ და განვავითაროთ, ის უნდა გამოვიყენოთ, ის აუცილებლად უნდა აღვზარდოთ.
წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს.