დანიელ კანემანი არის პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ნობელის პრემიის ლაურეატი. მან კარიერა ადამიანის ირაციონალობის კვლევას მიუძღვნა.
ეს ტექსტი - დანიელ კანემანის მსოფლიოში აღიარებული ბესტსელერის „იფიქრე ნელა... გადაწყვიტე სწრაფად“ შემოკლებული ვერსიაა.
აქ მოყვანილია მხოლოდ ყველაზე ღირებული აზრები, იდეები, მაგალითები. ეს წიგნი ეძღვნება ადამიანის აზროვნების მუშაობას. იგი გახდა სამეცნიერო კვლევების შედეგი, რომლებისთვისაც ავტორმა ნობელის პრემია მიიღო. დანიელ კანემანის „იფიქრე ნელა“ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანი უშვებს სისტემატურ შეცდომებს მსჯელობებში, განსაკუთრებით გაურკვევლობის პირობებში. ეს შეცდომები ჩადებულია თავად ბუნების მიერ, ემოციური მდგომარეობა მათზე გავლენას არ ახდენს.