ვედანტური საზოგადოების მფარველობით ნიუ იორკში წაკითხული წინამდებარე ლექცია მოკლედ აღგვიწერს მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთ უთვასაჩინოეს ინდოელ ადამიანს. იგი ცნობილი იყო ჰარამჰამსა სრიმატ რამაკრიშნას სახელით, როგორც ღვთაებრივი ინკარნაცია თავის ათასობით თანამემამულის თვალში. თუმცაღა თვითონ არანაირი მაღალი წოდება არ მოუთხოვია თავისთვის. მისეულ სწავლებათა გავლენა ინდოეთის ყველა კუთხეში იგრძნობა და თვით ევროპას და ამერიკასაც მიწვდა. იგი ცხოვრობდა პატარა სახლში დაკშინესვარის ტაძრის მიმდებარე ვრცელ ბაღებში, სადაც მისი სიტყვების მოსასმენად უამრავი ადამიანი მიდიოდა. რამაკრიშნას სიკვდილის შემდეგ დაფუძნდა ყოველწლიური ზეიმი მის დაბადების დღეს, რომელსაც წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ესწრება. სახელი პარამჰამსა სიტყვასიტყვით ნიშნავს დიად სულს, რომელსაც ინდოელები აძლევენ მხოლოდ იმათ, ვინც უმაღლეს სულიერ გასხივოსნებას მიაღწია. სრიმატ პატივსაცემი ტიტულია და აქ გამოყენებულია ყოვლად პატივდებულის მნიშვნელობით.