„ფსიქოლოგიაზე ისეთი ტონით ლაპარაკობენ, თითქოს ის მხოლოდ ფსიქოლოგია იყოს და სხვა არაფერი. მოსაზრება, რომ არსებობს ღვთაებრივი სახე-ხატების შესატყვისი ფსიქიკური ფაქტორები, ამ სახე-ხატების პროფანაციის მცდელობად არის მიჩნეული. იმის დაშვება, რომ რელიგიური განცდა ფსიქიკური პროცესია, ასევე მკრეხელობად არის შერაცხული...“.
„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მის მიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს.