მედია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საზოგადოებას და მისი როლი უმნიშნელოვანესია საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. წიგნში „ჟურნალისტიკის შესავალი“ აღწერილია დარგის განვითარების ისტორია, ეტაპები, პრინციპები და მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სარედაქციო მუშაობასა და ტექნიკას. წიგნი განკუთვნილია როგორც ჟურნალისტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც ის პროფესიის შესწავლისას დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოადგებათ.