წიგნის ანოტაცია
პეტრე კროპოტკინი (1842-1921) – რუსი ანარქო-კომუნისტი, გეოგრაფი, გეოლოგი, ბიოლოგი, სოციოლოგი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და პუბლიცისტი. ანარქიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსი.
პეტრე კროპოტკინის „პური და თავისუფლება“ – ანარქისტული ლიტერატურის კლასიკაა. წიგნში კროპოტკინი მიმოიხილავს ეკონომიკურ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია საზოგადოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, თუ როგორ უნდა მოეწყოს ანარქო-კომუნისტური საზოგადოება. ამიტომ წიგნი არამარტო ანარქიზმით, არამედ ეკონომიკით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის არის საინტერესო. „პური და თავისუფლება“ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მას კროპოტკინის სიცოცხლეშივე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მრავალი საზოგადოებისთვის იქცა შთაგონების წყაროდ ეცხოვრათ სახელმწიფო რეპრესიებისა და დაქირავებული შრომის ექსპლუატაციისგან თავისუფლებს, კომუნები იქმნებოდა დედამიწის გარშემო. დღეს, წიგნის დაწერიდან 100 წლის შემდეგ, ტექნოლოგიის, შეცვლილი საზოგადოების, ფინანსური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარ მსოფლიოს პირობებში, წარმოებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხს, რომელზეც კროპოტკინი ამახვილებს ყურადღებას, გლობალური ეკონომიკური სისტემის კონტექსტში ახალი მნიშვნელობა ენიჭება.