წიგნის ანოტაცია
სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის.
გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.