წიგნის ანოტაცია
წიგნი „სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება“ გახლავთ, საქართველოში გამოცემული, პირველი პრაქტიკული ფსიქოლოგიური წიგნი, რომელიც დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად წიგნად ითვლება.
ის სწავლობს და დეტალურად განმარტავს ადამიანის სხეულის ენას, ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ტყუილის ფსიქოლოგიას, ადამიანის აზრების წაკითხვას თვალების მეშვეობით, სივრცის დაკავებით და ყველა იმ მოძრაობასა და ჟესტს, რაც ადამიანის აზრების წაკითხვისა და ემოციური მდგომარეობის სწორი შეფასებისათვის არის აუცილებელი.
აღნიშნული წიგნით, უკვე ასწავლიან სხეულის ენასა და ადამიანის ფსიქოლოგიას, საქართველოს სხვადასხხვა უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ცენტრებში.
წიგნი შედგება 22 თავისა და 152 გვერდისაგან. ის საშუალებას აძლევს, ყველა, ამ თემით დაინტერესებულ პიროვნებას, უკეთ შეისწავლოს ადამიანის სხეულის ენა, ჟესტები, ემოციები, ტყუილის ფსიქოლოგია, თვალების სხეულის ენა.
ჩვენი კომუნიკაციის 93% არის არავერბალური, სიტყვებს უკავია მხოლოდ 7%. ამიტომ სხეულის ენის შესწავლა დაგეხმარებათ თქვენს პირად, სოციალურ, საჯარო ურთიერთობებში, წარმატების მიღწევაში და გაქცევთ ადამიანებთან ურთიერთობის დიდოსტატს.