წინამდებარე სახელმძღვანელო განვითარების ფსიქოლოგიის მხოლოდ პირველი ნაწილია და იგი მოიცავს პერიოდს მუცლად ყოფნიდან სასკოლო ასაკამდე.
მასში განხილულია ბავშვის განვითარების პრენატალური, ჩვილობის, ადრეული ბავშვობის, შუა ბავშვობის პერიოდის ფსიქო-ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური, მორალური განვითარების სხვადასხვა ასპექტები. მასში ბავშვის დაბადებიდან სასკოლო ასაკამდე პერიოდის ფსიქოლოგიურ ასპექტებთან ერთად განხილულია ადამიანის განვითარების ფსიქოლოგიის ისტორიული საფუძვლები, განხორციელებულია ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მიმდინარეობების სკოლის წარმომადგენლების თეორიული დებულებების ანალიზი. სახელმძღვანელოში ასევე საკმაო ადგილი აქვს დათმობილი განვითარების ძირითად თანამედროვე თეორიებს და მათი ფუძემდებელი მეცნიერების ფსიქოლოგიურ მიმდინარეობებს, სკოლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ფსიქოლოგიის ამ დარგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.