ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება.
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ფსიქიკური აქტივობების განმაპირობებელ მიზეზთა კვლევას.
ქმედებები, რომლებსაც ჩვენი გონება გააზრებულად თუ უნებლიედ ასრულებს, სინამდვილეში ქვეცნობიერის მიერ განხორციელებული იმპულსით არის განპირობებული. ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული პროცესები წარმოადგენს დათრგუნული დომინანტი მოტივების გამოხატულებას. ამიტომ, ჩვენ მიერ შესრულებულ ყოველ ქმედებას თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს და ის ვერ იქნება შემთხვევითი. განხორციელებული აქტების ესა თუ ის მიზეზი ჩვენს ქვეცნობიერშია და მიზეზთა ძიებაც მისი გამოკვლევით არის შესაძლებელი.