ფილოსოფოსები აღარ ლაპარაკობენ „ინდუსტრიული საზოგადოების“ აგონიაზე, ისინი უფრო მისი შემდგომი ფაზის, ე.წ. პოსტტექნიცისტური ეპოქის ნიშნებს განიხილავენ. „პოსტადამიანი“, აი თანამედროვე ჰერმენევტიკული სიტუაციის ძირითადი მოცემულობა. სადამდე მივიდა ის „შემოქმედებითი ევოლუცია“, რომელსაც ნიცშე, ბერგსონი და სხვები იკვლევდნენ? აი მისი ძირითადი კითხვა. ამბობენ ნიცშეს ყველა წინასწარმეტყველება ახდაო; თუ ასეა, მაშინ უკვე მოგვცემია იმის შესაძლებლობა, რომ ზეკაცის შესახებ პროგნოზი რეალობას შევუდაროთ.