გუსტავ ლე ბონი (1841-1931) – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია მასების ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული მასების ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.
მიჩნეულია რომ ნაშრომი პირველი მცდელობაა მასების ქცევის მეცნიერული ახსნისა. ლე ბონის შრომებს უდიდესი გავლენა ჰქონდათ ისეთ ფიგურებზე, როგორებიც იყვნენ: თეოდორ რუზველტი, ბენიტო მუსოლინი, ლენინი, ადოლფ ჰიტლერი. ავტორს ხშირად ციტირებდნენ ისეთი მოაზროვნეები როგორებიც იყვნენ ზიგმუნდ ფროიდი, ედუარდ ბერნეისი და სხვები. ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.