წიგნის ანოტაცია
სახელმძღვანელო განსაზღვრულია იმ პირებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ ან მოგზაურობენ საქართველოში, დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით და სურთ ქართული ენის შესწავლა.
წერაკითხვის შესასწავლად შედგენილ 8 ილუსტრირებულ გაკვეთილს მოსდევს ქართული ენისა და გრამატიკის დასაუფლებად შედგენილი 28 გაკვეთილი, რომელთაგან ყოველში ერთგვაროვნად არის ინტეგრირებული შემდეგი მონაკვეთები:
– მოკლე დიალოგი თუ ტექსტი კონკრეტულ თემაზე ყოველ დღიური ცხოვრებიდან;
– ქართული გრამატიკის წესები მოცემული მარტივი ტაბულებისა თუ სქემების სახით;
– მცირე ზომის ქართული ლექსი;
– გრამატიკული მასალის საილუსტრაციოდ შერჩეული ქართველი მწერლის მხატვრული ტექსტი;
– ყოველ ამ მონაკვეთზე დართული ქართულინგლისური ლექსიკონი;
– სავარჯიშოები, შედგენილი ახალი ლექსიკისა და გრამატიკული მიმართებების ასათვისებლად;
სახელმძღვანელო სრულდება ქართული გრამატიკის კონსპექტით (ბოლო, 29-ე გაკვეთილი) და გრამატიკულ თემათა თუ ტერმინთა საძიებლით.