წიგნის ანოტაცია
„ფილოსოფიათა შორის მაღალთ-უმაღლეს ქრისტიანული“ ასე უწოდა რუდოლფ შტაინერმა „თავისუფლების ფილოსოფიას“; და აქედან გასაგებია, რომ ერთხელ, როდესაც რუდოლფ შტაინერს ჰკითხეს გარდუვალი მსოფლიო კატასტროფის პირისპირ მდგომი, თქვენ მიერ დაწერილი წიგნებიდან რომელს გადაარჩენდითო, მან მყისიერ უპასუხა: „თავისუფლების ფილოსოფიას!“
მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა – რატომ? რამ უბიძგა ავტორს, სწორედ ამ წიგნისთვის, როგორც საკუთარი შემოქმედების მისტიურ კიდობანში ერთადერთისთვის, გადარჩენის უპირატესობა მიენიჭებინა? სავარაუდო პასუხი ასეთია: იმან, რომ ეს ერთადერთი გადარჩენილი წიგნი რ. შტაინერის შედარებით მოგვიანო, და ამდენად, უკვე წმინდად ოკულტური ქმნილებების უმძლავრესი ორგანიზმის კონტურების სრულად აღდგენას შესაძლებელყოფდა და კიდევ სხვა, ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი: ერთადერთი აუცილებლობა, დღეს ყოველი მხრიდან რომ გვიტევს, არის აუცილებლობა – იყო თავისუფალი ყველაფრისგან, რაც ათასგვარი მაცდური ნიღბით, მათ შორის „ღვთაებრივითაც“, ცდილობს მიეწებოს ადამიანის აზროვნებას და ცნობიერებას.