წინამდებარე კრებული წარმოადგენს გერმანელი და ქართველი სწავლულების ერთობლივი მუშაობის შედეგს. ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროექტ „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმის“ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის – „ფილოსოფიის და სოციალური მეცნიერების განვითარება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ – ფარგლებში.
რელიგია და სახელმწიფო ის ცნებები და თემებია, რომელთაც არა მხოლოდ ისტორიულ-აკადემიური ღირებულება აქვთ, არამედ თანამედროვე საზოგადოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონენი არიან, სწორედ ხსენებულ პროექტთა მიზანი იყო, რომ აკადემიური დისკუსიები და მსჯელობები არა მხოლოდ ამ სივრცეში დარჩენილიყო, არამედ საჯარო სივრცის კუთვნილებაც გამხდარიყო.