წიგნში – ნოოლოგია (თვითკმარი არსებობის ლოგიკა საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის კანონები) – გადმოცემულია საზოგადოების თვითორგანიზაციისა და მდგომარეობის ცვლის (ისტორიის ლოგიკის განმსაზღვრელი) ახალი პარადიგმა, რომელიც მიღებულია ორიგინალური ლოგიკური აპარატის გამოყენებითა და დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის განვითარებით. წიგნი ასევე ეძღვნება პიროვნების, ერისა და ცივილიზაციის ცნებებში სიცხადის შეტანას და მათ შორის არსებული ურთიერთმიმართებების ახსნას. ავტორი მის მიერვე შემუშავებული თეორიული აპარატით ახდენს კაცობრიობის ისტორიის სისტემატიზაციას, რითაც რევოლუციურ შედეგებამდე მიდის.
ნაშრომში ასევე იხილავთ მითოსური ნარატივებისა და ანტიკური ხანის ეპოსების თანმიმდევრულ და დეტალურ ახსნას, ევოლუციური მოძღვრების აქამდე შეუმჩნეველი ასპექტების მიმოხილვას და სხვა საინტერესო თემების სრულიად ახლებურ და სიღრმისეულ ანალიზს. წიგნი განკუთვნილია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე მკვლევართათვის, პოლიტიკის თეორიითა თუ პრაქტიკული პოლიტიკით, ასევე ფილოსოფიით დაინტერესებულ პირთათვის და სამყაროს ერთიანი აღწერის მაძიებელთათვის. თითოეული ზემოხსენებული მიმართულებისთვის წიგნი წარმოადგენს იდეების უშრეტ საბადოს.