წიგნის ანოტაცია
„შელინგის გამოცხადების ფილოსოფია“ ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც განხილულია გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიჰ ვილჰელმ იოზეფ შელინგის ნაწარმოები „გამოცხადების ფილოსოფია“.
წიგნის ძირითადი თემებია, 1. შელინგი – ნეგატიური აზროვნების იქით, 2. გზად პოზიტიური ფილოსოფიისაკენ, 3. უხსოვარი ყოფიერება, როგორც პოზიტიური ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი, 4. კრეაცია და სამყაროსეული ევოლუციის პირველადი პროცესი, 5. არქე-კატასტროფა, როგორც ისტორიის დასაწყისი: მითოლოგიის დიალექტიკა, 6. შემობრუნება ისტორიაში – გამოცხადება, 7. მსოფლიო ეკლესია და მუნყოფიერების ფინალური რეინტეგრაცია.
„შელინგმა წამოწია ის პრობლემები, რაც მარადიულია და 21-ე საუკუნეშიც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ამაზეა ჩემი წიგნი. ეს არის ერთგვარად შელინგის სკრუპულოზური განხილვა და ჩემ მიერ იმ პრობლემების თანამედროვე სტილში გააზრება. შელინგი როცა საუბრობს ისტორიულ არქეკატასტროფაზე, როგორც ისტორიის განმსაზღვრელზე, მე ამას ვაანალიზებ დღევანდელი ჩვენი გადასახედიდან, როდესაც ვუყურებთ, საით ვითარდება საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რანაირი კატასტროფის კონტურები ისახება ჩვენს წინაშე“, – ავტ. ირაკლი ბათიაშვილი.