თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ფონზე როგორი მიმართება არსებობს რელიგიასა და მეცნიერებას შორის? არის თუ არა ეს მიმართება კონფლიქტური? იქნებ რელიგიასა და მეცნიერებას შორის არსებული უთანხმოებების გადაჭრა დიალოგის გზითაა შესაძლებელი? თუ მათ არაფერი აქვთ საერთო და განცალკევებულად არსებობენ? კრებულში გაერთიანებულია ტექსტები, რომლებიც განსხვავებულ ჭრილში განიხილავენ რელიგიისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების მრავალწახნაგოვან პრობლემას; კერძოდ, მკითხველი გაეცნობა თეოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ანთროპოლოგიის პერსპექტივებს მეცნიერებისა და რელიგიის მიმართების შესახებ.
კრებულში თავმოყრილი სტატიები გასაგები ენითაა დაწერილი და ისინი საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო წრისთვის.