წიგნის ანოტაცია
წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ბერტრან რასელის ერთ-ერთი ადრინდელი ნაწარმოების „ფილოსოფიის პრობლემების“ (The Problems of Philosophy) ქართულ თარგმანს. ავტორმა ის 1911 წელს დაწერა. წიგნი პირველად 1912 წელს გამოაქვეყნა ლონდონის William & Norgate გამომცელობამ სერიაში Home University Library. შემდგომში იგი მრავალჯერ გამოიცა როგორც ინგლისურ, ისე სხვა ევროპულ ენებზეც. აღსანიშნავია, რომ ბევრ უცხოურ უნივერსიტეტში „ფილოსოფიის პრობლემები“ ოფიციალურად არის რეკომენდებული ერთ-ერთ ძირითად სახელმძღვანელოდ ფილოსოფიაში.
ავტორის მიერ წიგნში განხილული ძირითადი თემებია: მოვლენა და რეალობა; მატერიის არსებობა; მატერიის ბუნება; იდეალიზმი; უშუალო ცოდნა და დესკრიფციული ცოდნა; ინდუქციის შესახებ; ზოგადი პრინციპების ცოდნის შესახებ; როგორაა შესაძლებელი აპრიორული ცოდნა; უნივერსალიების სამყარო; უნივერსალიების ცოდნის შესახებ; ინტუიციური ცოდნის შესახებ; ჭეშმარიტება და მცდარობა; ცოდნა, შეცდომა და საალბათო შეხედულება; ფილოსოფიური ცოდნის საზღვრები; ფილოსოფიის მნიშვნელობა.
„ამ ნაშრომში ძირითადად ფილოსოფიის იმ პრობლემებით შემოვიფარგლე, რომლებზეც ვთვლი, რომ რაღაც პოზიტიურის და კონსტრუქციულის თქმაა შესაძლებელი, რადგან მხოლოდ ნეგატიური კრიტიკა უადგილოდ ჩავთვალე. ამის გამო შემეცნების თეორიას ამ წიგნში უფრო მეტი ადგილი დაეთმო, ვიდრე მეტაფიზიკას, ხოლო ზოგიერთი საკითხი, რომელთა თაობაზეც ფილოსოფოსები ბევრს კამათობენ ძალიან მოკლედაა განხილული, თუკი საერთოდ ნახსენებია“. – ბერტრან რასელი.