დამხმარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ოპერატიულსამძებრო საქმიანობის (ოსს) ფსიქოლოგიის თეორეტიკული და მეთოდოლოგიური საფუძვლების ანალიზი, გამოკვლეულია ოსს-ს ფსიქოლოგიის საგანი, ამოცანები და მეთოდები. განხილულია პიროვნების, მოქმედების, ოპერატიულ მუშაკთა პროფესიული ურთიერთობის ფსიქოლოგიის საკითხები, შსს ოპერატიული აპარატების მიერ დანაშაულებათა გახსნის ფსიქოლოგიური საფუძვლები.
განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და პედაგოგებისთვის, სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისთვის, იურიდიული ფსიქოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის.